ახალი ამბები

სარკოზის ერთი წლით პატიმრობა და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს

1 მარტი, 2021 • 653
სარკოზის ერთი წლით პატიმრობა და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა საკოზი ფრანგულმა სასამართლომ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა და 2 წლით პირობითი სასჯელი დააკისრა.

როგორც Associated press წერს, 66 წლის პოლიტიკოსი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-დან 2012 წლამდე იყო, არალეგალურად ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას მოსამართლისგან საქმეზე, რომელშიც თავად ფიგურირებდა.

სასამართლოს განცხადებით, სარკოზის აქვს უფლება, მოითხოვოს შინაპატიმრობა ელექტროსამაჯურის გამოყენებით. ამასთან, როგორც სასამართლო აღნიშნავს, ფაქტები განსაკუთრებით სერიოზულია იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა, ასევე, სარკოზი ყოფილი იურისტია და კარგად იცოდა, რომ არალეგალურ ქმედებას ჩადიოდა.

გამტყუნდა სარკოზისთან ერთად ბრალდებული ორი პირიც, რომლებსაც ბრალი იმავე მუხლით ედებოდათ, რითაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტს.

მიმდინარე თვის ბოლოს ნიკოლა სარკოზის და კიდევ 13 პირს წინ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება  2012 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალური დაფინანსების ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი