ახალი ამბები

გარდაბანში აფეთქებას ერთი მოზარდი ემსხვერპლა, დაშავებულია მისი ძმაც

1 მარტი, 2021 • 599
გარდაბანში აფეთქებას ერთი მოზარდი ემსხვერპლა, დაშავებულია მისი ძმაც

გარდაბანში აფეთქების შედეგად ერთი არასრუწლოვანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

აფეთქება დღეს, შუადღეს მოხდა, რა დროსაც ორი ძმა, 11 და 15 წლის მოზარდები დაშავდნენ. ისინი გარდაბანში “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი თავდაპირველად კლინიკაში ჰემორაგიული შოკით, თითქმის უგუნო მდგომარეობაში შეიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს. ჯერჯეობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.

მასალების გადაბეჭდვის წესი