ახალი ამბები

სროლა ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” დაყაჩაღების შემდეგ

26 თებერვალი, 2021 • 652
სროლა ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” დაყაჩაღების შემდეგ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს განცხადებით, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტორს თქმით, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან, უწყების თქმით, არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

“შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები”, — აცხადებენ უწყებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი