ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი “ოცნების” პრორუსულობაზე ბრალდებებს პასუხობს

26 თებერვალი, 2021 • 1008
მაკა ბოჭორიშვილი “ოცნების” პრორუსულობაზე ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი  ოპოზიციის ბრალდებებზე”ქართული ოცნების” პრორუსულობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ შეფასებებს მხოლოდ მაშინ მიიიღებს, თუ ოპოზიციაში ისეთ ადამიანს იპოვიან, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მასზე მეტი აქვს გაკეთებული.

ამის შესახებ ბოჭორიშვილმა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს განუცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მმართველი გუნდის მიმართ მთავარი ბრალდებაა, რომ “რუსული ოცნებაა” და ქვეყნის კურსი იცვლება.

“თქვენ თუ ვინმეს იპოვით ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც იმაზე მეტი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ვიდრე მე, მაშინ მივიღებ ამ კომენტარს”, — განაცხადა ბოჭორიშვილმა, რომელიც დეპუტატობამდე მუშაობდა საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოსა და საქართველოს წარმომადგენლობაში ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი