ახალი ამბები

ოპოზიციის აქცია-მსვლელობის გამო თბილისის ცალკეულ უბნებში მოძრაობა დროებით შეზღუდულია

26 თებერვალი, 2021 • 849
ოპოზიციის აქცია-მსვლელობის გამო თბილისის ცალკეულ უბნებში მოძრაობა დროებით შეზღუდულია

დღეს, 26 თებერვალს, თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

შინაგანა საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ
კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
• ბესიკის ქუჩა
• ლესია უკრაინკას ქუჩა
• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
• 9 აპრილის ქუჩა
• ანტონ ფურცელაძის ქუჩა
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
• გია ჭანტურიას ქუჩა
• რეზო ლაღიძის ქუჩა
• ვასო აბაშიძის ქუჩა
• მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი