ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.
25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ. ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ. მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.