ახალი ამბები

ავარიის გამო თემქისა და ავჭალის ნაწილს გაზი შეუწყდა – თბილისი ენერჯი

26 თებერვალი, 2021 • 659
ავარიის გამო თემქისა და ავჭალის ნაწილს გაზი შეუწყდა – თბილისი ენერჯი

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა, რის გამოც თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. კომპანიის ცნობითვე, სარემონტო სამუშაოები დღეს დასრულდება, თუმცა უსაფრთხოების გამო გაზმომარაგება 27 თებერვალს, 21:00 საათმდე აღდგება.

“თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თბილისი ენერჯის სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.  გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს, 21:00 საათამდე სრულად აღდგება”,-წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი