ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„პუტინმა მხარი დაუჭირა წესრიგის შენარჩუნებას“ – ფაშინიანი პუტინს ესაუბრა

25 თებერვალი, 2021 • 673
„პუტინმა მხარი დაუჭირა წესრიგის შენარჩუნებას“ – ფაშინიანი პუტინს ესაუბრა

ქვეყანაში გამწვავებული კრიზისის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„პუტინმა მხარი დაუჭირა სომხეთში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნებას და სიტუაციის მოგვარებას კანონის ფარგლებში“, – ციტირებს РИА Новости პესკოვს.

ერევანში ვითარება დაძაბულია. გენერალური შტაბი ქვეყნის მეთაურს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ ემორჩილება და მის გადადგომას ითხოვს.

ვრცლად:

ფაშინიანმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა – ოპოზიცია დაშლას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი