ახალი ამბები

მეუღლის ცნობით, სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

25 თებერვალი, 2021 • 758
მეუღლის ცნობით, სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

მეუღლის, თამუნა ყურაშვილის ცნობით, ჟურნალისტ ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

„ვახოს დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს“, – დაწერა მან 19:00 საათისთვის ფეისბუკზე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის მიჯნაზე, გვიან ღამით დაესხნენ.

როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.

ჟურნალისტის თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

სანაია თავდასხმას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავაშირებს.

მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სანაიაზე თავდასხმას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, ეს და მსგავსი ფაქტები სრულად გამოიძიონ.

ჟურნალისტებზე თავდასხმებთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი