ახალი ამბები

არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა — მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი, 2021 • 1522
არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა — მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებისგან სიძულვილის ენა არ აკლიათ. ამის შესახებ მან ტვ “პირველს” განუცხადა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.

თუმცა დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა “შემაძრწუნებელია”.

“ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და ზოგადად, ყველასთვის, ჩემთვის პირადად, სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი”, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დაესხა. მისი თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ — სანაია თავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი