ახალი ამბები

“თბილსერვის ჯგუფმა” გზებზე 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა — მერია

24 თებერვალი, 2021 • 866
“თბილსერვის ჯგუფმა” გზებზე 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა — მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, “თბილსერვის ჯგუფმა” დღეს, დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაყრილია სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

მასალების გადაბეჭდვის წესი