ნეტგაზეთი | “ზომიერების გრძნობის ნაკლებობა აქვს” – აშშ-ის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე “ზომიერების გრძნობის ნაკლებობა აქვს” – აშშ-ის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე – Netgazeti
RU | GE  

“ზომიერების გრძნობის ნაკლებობა აქვს” – აშშ-ის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი — პრემიერად, ოპოზიციის ლიდერი კი ციხეში დარჩება, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს.

“პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციისთვის “ტერორისტებად” მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ მას ზომიერების გრძნობის ნაკლებობა აქვს. თუ ის — პრემიერ-მინისტრად, ოპოზიციის ლიდერი კი დაკავებული დარჩება, დასავლეთის მხარდაჭერამ საქართველოს მიმართ შესაძლოა, დაიკლოს და დატოვოს უფრო დაუცველი საგარეო წნეხის მიმართ”, – წერს კორტნი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ “ნაცმოძრაობის” ოფისში შეკრებილთა 80%-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 1990-იანების გადატრიალებაში.

“არც პოლიტიკური პარტია, არც რამე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულისა და კრიმინალის თავშესაფარი. თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ეს პარტია არის ტერორისტების და კრიმინალების თავშესაფარი, მაშინ ესეც მორიგი აღიარებაა ჩვენი პროკურატურისთვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია – კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელიც გასულია დროებით კონსტიტუციური წესრიგიდან თუ ჩარჩოებიდან, მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. მე ამის გარანტიას ვიძლევი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.