ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.33%-ია. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 19 051 კვლევა ჩატარდა, მათგან 11 825 ანტიგენის, ხოლო 7 226 PCR ტესტი იყო.
დღეს გამოვლენილი 443 შემთხვევის შემდეგ, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 269 438-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს, ჯამში ,3 463 პირი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 213
- აჭარა – 15
- იმერეთი – 61
- ქვემო ქართლი – 12
- შიდა ქართლი – 37
- გურია – 26
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39
- კახეთი – 24
- მცხეთა-მთიანეთი – 9
- სამცხე-ჯავახეთი – 1
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
