ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიცია ფაშინიანის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს აკავებს [ვიდეო]

23 თებერვალი, 2021 • 557
პოლიცია ფაშინიანის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს აკავებს [ვიდეო]

სომხეთის პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული საპროსტესტო აქციის 25 მონაწილე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ სომხური მედია პოლიციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

დღეს, 23 თებერვალს “მოძრაობა სამშობლოს დასაცავად” წევრებმა მთავრობის იმ შენობის ბლოკირება სცადეს, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უნდა შესულიყო, თუმცა პოლიციამ მომიტინგეები ალყაში მოაქცია და ფაშინიანი შენობაში უსაფრთხოდ შეიყვანა.

პრემიერ ფაშინიანს მთავრობის შენობიდან გამოსვლა აქციის მონაწილეთა სკანდირების “ნიკოლ, მოღალატე!” ფონზე მოუწია.

“მოძრაობა სამშობლოს დასაცავად” ათზე მეტ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიას აერთიანებს. ოპოზიციური მოძრაობა პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის 2020 წლის ომში დამარცხების მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს. ოპოზიცია წინააღმდეგია ვადამდელი არჩევნების ჩატარების, რადგანაც, მათი მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი