ახალი ამბები

NGOე-ები მელიას დაკავებას ეხმიანებიან

23 თებერვალი, 2021 • 442
NGOე-ები მელიას დაკავებას ეხმიანებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას და ხელისფლებას მოუწოდებენ, დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მისცენ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

ისინი ასევე მიმართავენ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ “უკანონო ბრძანებებს”, ხოლო საერთაშირისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ არასამთავრობოებმა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლება ბოროტად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი ოპონენტების დასაჩაგრად:

“ძალიან სამწუხარო და ცუდი დღეები გვაქვს ქვეყანაში. არავინ არ ველოდით მოვლენების ასე განვითარებას. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის ლოგიკური განვითარება იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომ ხელისუფლება სახელმწიფო სისტემას იყენებს მთლიანად იმისთვის, რომ დაჩაგროს თავისი ოპონენტები და ეს მას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით გამოსდის. თუმცა ეს ქმებედები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება და არც არის” ,- განაცხადა გიგაურმა.

“ღია საზოგადოების ფონდის” ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის თქმით კი, ქვეყანაში არსებული სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, ამიტომ ხელისუფლებას მიმართავს, თავი შეიკავონ სისხლისღვრისგან და დიალოგის აღდგენისთვის ყველაფერი გააკეთოს.

“მოვუწოდებთ ხელისფლებას, თავი შეიკავონ სისხლისღვრისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მთვრობასა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს – ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს. ნუ იზამთ ისე, რომ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება იყოს დარღვეული. საერთაშორისო თანამეგბრობას გვინდა მოვუწოდოთ, რომ აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და უფრო აქტიურად სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს, დაიწყოს დეესკალაცია და დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებსაც კი, რომელიც ამ ბოლო წლებში ქვეყნაში იქმნებოდა”, – განაცხადა ხუციშვილმა.

ამ განცხადებას შეურთდნენ სხვა არასმთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის” საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”,” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, ” ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, ” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი