ახალი ამბები

“ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს” – კოფი საქართველოზე

23 თებერვალი, 2021 • 923
“ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს” – კოფი საქართველოზე

ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

“სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია. მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობა. ნაცვლად ამისა, სასტიკი შტურმი მიაქვს მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე და აკავებს მის ლიდერს. ეს მოქმედება შეუასაბამოა. მარტო პუტინი იგებს. საჭიროა დამშვიდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს”, – წერს კოფი.

შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი