ახალი ამბები

ჩვენზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა – შსს

23 თებერვალი, 2021 • 517
ჩვენზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ინფრასტურქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა მოხდა.

მანამდე კიბერშეტევის შესახებ განცხადება „ქართულმა ოცნებამაც“ გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ „რთული გამოსაცნობი არაა“, თუ ვინ დგას კიბერშეტევის მიღმა.

„ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერს შსს.

ჩვენს სერვერებზე მიმდინარეობს მასშტაბური კიბერშეტევა – ქართული ოცნება

მასალების გადაბეჭდვის წესი