ახალი ამბები

რინკევიჩი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

23 თებერვალი, 2021 • 440
რინკევიჩი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

“თვალყურს ვადენებთ მოვლენების განვითარებას საქართველოში. მოვუწოდებ ორივეს — მთავრობას და ოპოზიციას, რომ გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში მიდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი