ახალი ამბები

ბარამიძის თქმით, ენმ-სთან დაკავებულები 1 საათში ხელწერილით გაათავისუფლეს

23 თებერვალი, 2021 • 762
ბარამიძის თქმით, ენმ-სთან დაკავებულები 1 საათში ხელწერილით გაათავისუფლეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ დაკავებისას ჭყლეტვაში მოყვა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა პირველადი დახმარება.

ბარამიძის თქმით, ამის შემდეგ პოლიციის მანქანაში აღმოჩნდა. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, პოლიციამ ის ადმინისტრაციული კოდექსით დააკავა და დაახლოებით 1 საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს:

“მე გახლდით ჯერ პირველ სართულზე. შემდეგ- ძირითადი შემოტევა საიდანაც იყო, ორი მხრიდან ქვემოდან და სახურავიდან. ქვემოდანაც შემოდიოდნენ და სახურავიდანაც შემოვიდნენ, ორივე მხრიდან გამოამტვრიეს რკინის კარები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიყავით კიბეზე, მაგრამ იმის გამო, რომ ხელს არავინ აკარებდა პოლიციას და ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებდა, რთული იყო, მაგრამ პოლიციას სათითაოდ გაჰყავდა დაკავებულები.

მე მეორე სართულზე ვიყავი, იქ იყო ჭყლეტა და ამ ჭყლეტაში ცოტა შეუძლოდ გავხდი. სასწრაფომ აღმომიჩინა პირველადი დახმარება, პოლიციის მანქანაში აღმოვჩნდი. დაგვაკავეს ადმინისტრაციული წესით და მალევე, დაახლოებით, 1 საათში ხელწერილით გაგვათავისუფლეს” ,— ამბობს გიორგი ბარამიძე.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი