ახალი ამბები

ენმ-ის ოფისთან შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს – შსს

23 თებერვალი, 2021 • 416
ენმ-ის ოფისთან შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება აღასრულა.

“სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი