ახალი ამბები

დამატებითი არბიტრი ზედმეტია, არ გვჭირდება — ოხანაშვილი ლიეტუველ პარლამენტარზე

22 თებერვალი, 2021 • 630
დამატებითი არბიტრი ზედმეტია, არ გვჭირდება — ოხანაშვილი ლიეტუველ პარლამენტარზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებებში ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ზედმეტი” არბიტრია.

მისი თქმით, “ოცნება” აშშ-ის და ევროკავშირის ფასილიტაციით წარმართული პროცესის ერთგული რჩება და დამატებითი არბიტრი “აღარ სჭირდებათ”.

“ჩვენ გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები — აშშ და ევროკავშირი, ვისთან ერთადაც გავდივართ ჩვენ ფასილიტაციას და ვისთან ერთადაც ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ. დამატებითი არბიტრი ამ პროცესში[მოლაპარაკებების] არის ზედმეტი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში იმყოფება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბკლინკენს მიმართავს.

პავილიონისის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა მმართველისა, საჯაროდ გამოთქვა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზაობა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ ყურადღება ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და ავტორიტარულ ტონზე გაამახვილოს

მასალების გადაბეჭდვის წესი