ახალი ამბები

პოლიციის დანაყოფებში ბავშვებზე მორგებული მეტი სივრცე მოეწყობა – გომელაური

21 თებერვალი, 2021 • 1098
პოლიციის დანაყოფებში ბავშვებზე მორგებული მეტი სივრცე მოეწყობა – გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს ქვეყნის მასშტაბით პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეები შეიქმნება.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, მთავრობის მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მოხსენებებით მივიდნენ. მათ შორის არის შს მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური.

„სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციისა და სხვა დანაყოფებში,“ – თქვა გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი