ახალი ამბები

ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა

19 თებერვალი, 2021 • 2207
ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებს. შესაბამისი თხოვნით პარლამენტის ბიუროს წევრებს დღეს, 19 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

მისი თქმით, კობახიძეს ჯილდო პარლამენტის თავმჯდომარეობისას გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო გადაეცემა.

“მოგმართავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი, ბატონი ირაკლი კობახიძე წარვადგინოთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე, დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. მოგეხსენებათ, მან განუზომლად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, პირადად ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევების პარლამენტში არაერთხელ სცადა, რომ გაეტარებინა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს წინა შემთხვევებში ვერ მოხერხდა. თუმცა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით შეძლო ამ რეფორმის წარმატებით დასრულება”, — განაცხადა თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი