ახალი ამბები

პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას აქტივისტები დააკავეს

19 თებერვალი, 2021 • 549
პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას აქტივისტები დააკავეს

პოლიციამ თბილისში, პარლამენტის შენობასთან გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

აქტივისტები პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქტივისტები უკვე რამდნიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ კარავი პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ჰქონდათ გაშლილი.

სწორედ ამ კარვის გადმოტანას გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი