ახალი ამბები

მოსახლეობის ნაწილი უწყლოდ 29 საათის განმავლობაში რჩება

19 თებერვალი, 2021 • 616
მოსახლეობის ნაწილი უწყლოდ 29 საათის განმავლობაში რჩება

წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება საბურთალოს, დიღმის, გლდანისა და მცხეთი რაიონის ნაწილს დღეს, 19:00 საათზე აღუდგება.

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” ახორციელებს, გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია. წყალმომარაგება დღეს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე აღდგება“, – ნათქვამია კომპანიის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, კომპანიამ ამ მშენებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ 18 თებერვლის 12 საათიდან 19 თებერვლის 12 საათამდე წყალი შეწყდებოდა. ეს იმას ნისნავს, რომ წყალმომრაგება დღეს, 12 საათზე უნდა აღმდგარიყო. ჯამში, გამოდის, რომ ამ ქუჩებს წყალმომარაგება 29 საათის განნმავლობაში არ ექნებათ.

საქმე ეხებოდა შემდეგ ქუჩებს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა ფშაველას I, II,  III, IV, V, VI, VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N52-104 და N43-99,  ყაზბეგის გამზირს N30-46,  ნუცუბიძის ქ. N1-223 და N 2-86,  N55 ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს და კვარტლებს,  ზემო ვეძისის დას. მინდელის, ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ნადირაძის, ქავთარაძის, ძოწის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), იოსელიანის, ფხაკაძის, შავგულიძის, წმინდა ვასილესკოს, მარგიანის, თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ჩახავას, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, ბუაჩიძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის,ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, აფხაიძის და მეგრელაძის ქუჩებს.

თხინვალას დასახლებაში:
თხინვალას აგარაკი 1, აგარაკი 2, ვარაზის ქუჩას, ფერმწერის, თვალჭრელიძის, ქვემო აჟარის, ბანძელაძის და კაპანელის ქუჩებს.

მუხათგვერდის, მაღალაძეების, ჩოხელის, ჩოხელის I, II, III შეს. ჩოხელის I, II, III ჩიხებს, ფერაძის, ფერაძის I, II  შეს. ფერაძის I ჩიხს, ყურაშვილის, შარაშიძის, მელქაძის, ქაშაყაშვილის, ციციშვილის, ძნელაძის, ხახულის, ნოზაძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, დიღომი 7-ს.

სოფელ დიღომშივაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის ქუჩებს.

სოფელ ძველ ვეძისს, ზაქარიაძის, გელოვანის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის ქ. N28-46 და N13-19, ალასანიას, ლვოვის ქ. N83- 97 და N92-98, ონიაშვილის ქ.N61-89 და N64-80,  ასათიანის ქ. N9, 10, 11, 14-ს.

გლდანის რაიონში:

ზაჰესშიწინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს.

მცხეთის რაიონში:
წეროვანის დევნილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი