ახალი ამბები

იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 6.4%-ით შემცირდა

19 თებერვალი, 2021 • 492
იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 6.4%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 74.1%-ს შეადგენს და 166.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 6.4%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე. იანვარში მთლიანი ექსპორტი 224.4 მლნ აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 74.1%-ს შეადგენს.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტში სამი უმსხვილესი ქვეყანაა: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ აშშ დოლარი). გასულ თვეს ჩინეთში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2020 წლის იანვართან შეადარებით 42.8%-ით შემცირდა. 2021 წლის იანვარში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 20.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 33.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.

2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 49.7 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 23.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ აშშ დოლარით იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი