ახალი ამბები

19 თებერვალი: ჩატარდა 16 391 ტესტი, კორონავირუსის 388 შემთხვევა გამოვლინდა

19 თებერვალი, 2021 • 594
19 თებერვალი: ჩატარდა 16 391 ტესტი, კორონავირუსის 388 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 391 ტესტის საფუძველზე ქვეყანაში კორონავირუსის 388 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. მთავრობის მიერ შექმნილი Stopcov-ის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებიდან 10 091 კვლევა ანტიგენის, ხოლო 6 300 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.37%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე კი -2.7%.  ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 267 701-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს. ჯამში, 3 406 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 182
  • აჭარა – 10
  • იმერეთი – 52
  • ქვემო ქართლი – 21
  • შიდა ქართლი – 29
  • გურია – 25
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27
  • კახეთი – 25
  • მცხეთა-მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მასალების გადაბეჭდვის წესი