ახალი ამბები

“ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

18 თებერვალი, 2021 • 574
“ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ხვალ, 19 თებერვალს შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუმცა პოლიტისაბჭოს და უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში დღესვე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი