ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში რუსული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება | კანონპროექტი

18 თებერვალი, 2021 • 845
ყარაბაღში რუსული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება | კანონპროექტი

რუსული ენის მეორე ოფიციალურ ენად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი მთიანი ყარაბაღის პარლამენტში შეიტანა მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმა კომისიამ. ინფორმაციას გამოცემა “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს “ენის შესახებ” კანონში, სომხური ენის პარალელურად, ოფიციალური ენის სტატუსი რუსულმა ენამაც მიიღოს. ამავე დროს, სომხური ერთადერთ სახელმწოფო ენად დარჩება.

“არცახში რუსული სამშვიდობო ძალების ხანგრძლივი მისიის საჭიროება, ასევე, მრავალი სოციალური პრობლემის ერთობლივად გადაჭრა, მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ერთობლივი თანამშრომლობის გააზრება, საჭიროებს რუსული ენის როლის ხელახლა გადაფასებას”, – ნათქვამია კანონპროექტის დასაბუთების ნაწილში.

დეპუტატ არამ არუთუნიანის განმარტებით, კანონის ინიცირებამდე ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობაში და შედეგად, მხოლოდ ერთეულები იყვნენ წინააღმდეგი.

აღნიშნულ საკითხზე 22 თებერვლიდან საზოგადოებრივი განხილვები დაიწყება, შემდეგ კი, საპარლამენტო სხდომებზე – მოსმენები.

რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი