ახალი ამბები

მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას გაამწვავებს – იან კელი

18 თებერვალი, 2021 • 767
მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას გაამწვავებს – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ამბობს, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

“მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას გაამწვავებს და უფრო მეტად შეაყოვნებს მოლაპარაკებებს, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები”, — წერს იან კელი “ტვიტერზე”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი