ახალი ამბები

“უკიდურესად შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება” – ომბუდსმენი

18 თებერვალი, 2021 • 903
“უკიდურესად შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

“მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და 20 ივნისის საქმეზე ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას გირაოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი