ახალი ამბები

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს – ვოლსკი მელიას საქმეზე

17 თებერვალი, 2021 • 513
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს – ვოლსკი მელიას საქმეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს.

ასე გამოეხმაურა ვოლსკი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

“ამ საკითხს, რასაც ვუყურებთ, ამ ვერდიქტის შემდეგ მიმიდნარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ  პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია ამ ვითარებას. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის იურისტი იყო, რომ მიხვდე, რაღაც ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არცერთ ქვეყანაში, არცერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, როდესაც განიხილებოდა, იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს სანამ გადაწყვეტს, შესთავაზეს გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაგეკეთება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. მე არ ვარ პროკურატურა, ვერ შევაფასებ, მაგრამ სასამართლომდე, მიუხედავად მისი პოლიტიკური აქტივობისა და გააფთრებული ბრძოლის, მაინც სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი, რაც ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა. როდესაც დემონსტრაციულად ამბობს, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთის ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვეს გაზრდილი ოდენობით გირაოს გადახდა”, — განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების სა

მასალების გადაბეჭდვის წესი