ახალი ამბები

„კვირის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2021 • 1011
„კვირის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

პოლიციამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 თებერვალს ჭიათურის სოფელ შუქრუთში ბრალდებულებმა მედიაჰოლდინგ “კვირის“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ. მათივე ცნობით, პოლიციამ ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი