ახალი ამბები

ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გასცდა – ელისაშვილი

16 თებერვალი, 2021 • 830
ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გასცდა – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მასთან მიმართებით ზღვარს გასცდა. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ეს შესაძლოა მელიას “მძიმე ემოციური” ფონის ბრალი იყოს.

მანამდე ნიკა მელიამ უპასუხა ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას მისთვის გირაოს ნაწილის გადახდის თაობაზე, რომ მას “პარლამენტიდან გამოიტანს”.

“ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გასცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას. ამდენად, გთხოვდით და მოგიწოდებდით, რომ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ ადგილებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა და თხოვნა სწორი იყო. ემოციური და პირადი განწყობების გარეშე თუ მივეჩვევით გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი