ახალი ამბები

პოლიტიკურ გმირად ვერ ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო” – წულუკიანი

16 თებერვალი, 2021 • 1120
პოლიტიკურ გმირად ვერ ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო” – წულუკიანი

“დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”, – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ავრცელებს ნიკა მელიასთან მიმართებაში.

წულუკიანი კორონავირუსის გამო ვერ დაესწრება დღევანდელ სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ, თუმცა პოზიცია სოციალური ქსელით დააფიქსირა.

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”, – აცხადებს წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი