ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა

15 თებერვალი, 2021 • 1310
საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა.

ფედერაცია ამბობს, რომ ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

?? ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს!

⚽️ დეტალურად ამ ამბის შესახებ, ეროვნული გუნდების ახალ ვებ-გვერდზე შეიტყობთ: bit.ly/3b6hlln

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Monday, 15 February 2021

ფედერაციის ინფორმაციით, ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.

ვრცლად ვილი სანიოლის დანიშვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი