ახალი ამბები

იანვარში ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა

15 თებერვალი, 2021 • 393
იანვარში ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი 2020 წლის იანვართან შედარებით 16.2%-ით 224.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ექსპორტის მსგავსად 16.4%-ით შემცირდა იმპორტიც და 539.4 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 764 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით ნაკლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი