ახალი ამბები

2 კვირაში Covid-19-ზე 46300 მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი შემოწმდა, ვირუსი 0.5%-ს დაუდგინდა – სამინისტრო

14 თებერვალი, 2021 • 755
2 კვირაში Covid-19-ზე 46300 მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი შემოწმდა, ვირუსი 0.5%-ს დაუდგინდა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ტესტი 46 300 მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 0.5%-ს დაუდადსტურდა. სამინისტროს ცნობითვე, ტესტირება ჩაუტარდათ როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და ის უფასოა.

განათლების სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ვირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი