ახალი ამბები

რეგულაციების დარღვევით ბარის გახსნის გამო ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა

14 თებერვალი, 2021 • 740
რეგულაციების დარღვევით ბარის გახსნის გამო ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა

პარტიის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შრომის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზია ჯაფარიძის მიერ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პანდემიის თანმდევი რეგულაციების დარღვევით ბარის გახსნა.

ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მან არც შესაბამისი ქვითარი ჩაიბარა. ამ დროისთვის[00:57] ბარის სტუმრები კვლავ ადგილზე იმყოფებიან.

ხსენებული რეგულაციის განმეორებით დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ჯაფარიძემ ბარი, სახელწოდებით “ჯაფარასთან”, 13 თებერვალს გახსნა. მისი თქმით, ბარის გახსნა იყო “პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი”, მიმართული “კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

შრომის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ბარში 14 თებერვალს, დაახლ. 00:10 საათზე გამოჩნდნენ. ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, ბარების ფუნქციონირება მიმდინარე პერიოდში ნებადართული არ არის.

“შესაბამისად, იქნება კანონით გათვალისწინებილი შესაბამისი სანქცია გამოყენებული”, – თქვა მან ჯაფარიძის დაჯარიმებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი