ახალი ამბები

სტაბილურად მძიმედაა 73 წლის კაცი, რომელიც ქუთაისთან ახლოს დააყაჩაღეს და აწამეს

13 თებერვალი, 2021 • 761
სტაბილურად მძიმედაა 73 წლის კაცი, რომელიც ქუთაისთან ახლოს დააყაჩაღეს და აწამეს

73 წლის კაცი, რომელიც ქალაქ ქუთაისთან ახლოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აწამეს, დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შსს მომხდარს ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით იძიებს.

შემთხვევა სადგურ “რიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საცხოვრებელ სახლში რამდენიმე პირი შეიჭრა. 73 წლის კაცის შვილი “მთავარ არხთან”, გამომძიებელზე დაყრდნობით ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მოხუცი გაცხელებული უთოთი აწამეს.

დაზარალებული ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. ცენტრის ექიმმა, გიორგი აბესაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

“დამწვარი აქვს სხეულის საერთო ფართობის 23%. აქედან ღრმა არის 8%” – ამბობს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს მომხდარს ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი