ახალი ამბები

პოლიციამ ყოფილ თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

13 თებერვალი, 2021 • 1222
პოლიციამ ყოფილ თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ისანი-სამგორის პოლიციამ ყოფილი თანამშრომლების მიმართ ძალადობის ბრალდებით  ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც შემოსავლების სამსახურის შენობასთან, 12 თებერვალს მოხდა. დაზარალებულები ამავე უწყებაში საქმიანობენ.

პროკურატურის ცნობით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, შემოსავლების სამსახურში მომუშავე ყოფილ თანამშრომელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ამავე უწყების კიდევ ორ თანამშრომელს კი სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

“სამართალდამცველებმა [პირი] დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”, – ამბობს შსს.

გამოძიება სსკ-ის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი