ახალი ამბები

“ელიავას ბაზრობაზე” ხანძარი ლოკალიზებულია

12 თებერვალი, 2021 • 929
“ელიავას ბაზრობაზე” ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტაუციების მართვის სამსახურის განცხადებით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე “ელიავას ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში აგლაძის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

საგანგებოს განცხადებით, შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. სიტუაციის შეფასების შემდეგ, აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

უწყებაში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფიები. საგანგებოს განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შემოსულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი