ახალი ამბები

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, საწყობი იწვის

12 თებერვალი, 2021 • 635
თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, საწყობი იწვის

თბილისში, დიდუბის რაიონში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ცეცხლი გაჩნდა.

ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი სამშენებლო მასალებსა და საღებავებს უკიდია.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია აალება. ასევე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძარს 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი