ნეტგაზეთი | ბოლო ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა ბოლო ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა – Netgazeti
RU | GE  

ბოლო ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა.

2021 წლის იანვრის თვეში საქართველოში რეკორდულად ბევრი –  532.242 მოქალაქე იღებს 60-ლარიან შემწეობას, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3 პროცენტია.

შედარებისთვის, 2020 წლის იანვრის თვეში 432,218 მოქალაქე იღებდა იმავე შემწეობას.

აღნიშნულის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით გაიზარდა.

გასული წლის იანვრის თვიდან მოყოლებული, დაახლოებით 47 000-ით გაიზარდა 18-დან 60-წლამდე მყოფი იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც შემწეობას იღებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com