ახალი ამბები

სასამართლომ სკოლებში სწავლის საკითხზე PHR-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

12 თებერვალი, 2021 • 804
სასამართლომ სკოლებში სწავლის საკითხზე PHR-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სკოლებში სწავლის საკითხზე ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სარჩელი არ დააკამყოფილა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებში სწავლას სამინისტრო მოუმზადებლად ანახლებს.

ორგანიზაცია განმარტავდა, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი ეროვნული გეგმის არარსებობა იყო, რის გამოც მათი შეფასებით, პანდემიის პირობებში ბავშვებს სკოლებში საფრთხე ემუქრებათ.

“სასამართლომ უარი გვითხრა განათლების სამინისტროსთვის COVID 19-ის გეგმის შექმნის დავალებაზე. დასაბუთება ჯერ არ გვინახავს. ამ ქვეყანაში არ აქვთ გამოცდილება, როგორია ანგარიშვალდებული და მზრუნველი ხელისუფლება, არასდროს დამდგარა არცერთი უწყების და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ბავშვთა უფლებების დარღვევის გამო და სწორედ ამიტომ იყო ეს მოსალოდნელი” ,- ამბობს ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი.

არგანაშვილის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. უფრო ვრცლად კი მიზეზებს, თუ როგორ განმარტა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, მოგვიანებით, დასაბუთების ჩაბარების შემდეგ გაასაჯაროებენ.

იურისტის თქმით, სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

რა რეგულაციებით განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

მასალების გადაბეჭდვის წესი