ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როკის გვირაბთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე ცხინვალიდან გაათავისუფლეს | სუსი

11 თებერვალი, 2021 • 703
როკის გვირაბთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე ცხინვალიდან გაათავისუფლეს | სუსი

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია.

ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა ,,ცხელი ხაზის’’ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ერიკ დრულევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2021 წლის 5 თებერვალს,საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე უკანონოდ დააკავეს. გათავისუფლებული 20 წლისაა და გორში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი