ახალი ამბები

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

11 თებერვალი, 2021 • 506
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა.

საგანგებოს განცხადებით, მეხანძრე გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მეხანძრე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების განცხადებით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა, მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი