ახალი ამბები

სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” ხანძარი ლოკალიზებულია

10 თებერვალი, 2021 • 590
სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” ხანძარი ლოკალიზებულია

სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სარდაფში, სასაწყობე ფართში გაჩნდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის დადგენილი არ არის ტერიტორიის მოცულობა, რომელიც დაიწვა.

ადგილზე მუშაობას აგრძელებს 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი