ახალი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

10 თებერვალი, 2021 • 802
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციების მხარდაჭერისგან.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო პირები არიან, თავი შეიკავონ მეგობარი უცხო ქვეყნის სახელმწიფოში — საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებიისკენ მოწოდებისგან. ასეთი განცხადებები შეიძლება შეფასებულ იქნას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში ჩარევად”, — ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება, ასევე, აცხადებს, რომ სააკაშვილის ბრალდებები საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება და ემოციური განცხადებაა.

“უკრაინული დიპლომატია არ მოცდება [ამ ბრალდებაზე] და გააგრძელებს აქტიურ წინააღმდეგობას რუსეთის ჰიბრიდული აგრესიის მიმართ, მსოფლიოს მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი კორუმპირებულს უწოდებს უკრაინის ელჩს საქართველოში, რომელმაც თქვა, რომ მისი განცხადებები “არ ეხმარება” ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

იგორ დოლგოვის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ ეხმარება ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებისა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს.

ელჩის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტი წერს, რომ დოლგოვი, რომელიც 4 წლის წინ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მასთან ბრძოლის მიზნით დანიშნა, ზელენსკის ხელისუფლების პირობებშიც აგრძელებს უკრაინის იმიჯის დაზიანებას საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

სააკაშვილი კორუმპირებულს უწოდებს უკრაინის ელჩს, რომელმაც მისი განცხადებები გააკრიტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი