ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი უპილოტო აპარატების ფართო წარმოებას აანონსებს

10 თებერვალი, 2021 • 672
სომხეთი უპილოტო აპარატების ფართო წარმოებას აანონსებს

“სომხეთში უპილოტო საფრენი აპარატების სახელმწიფო დონეზე წარმატებული ცდის შემდეგ, მათი წარმოება დაიწყება”, – ამის შესახებ პრესკონფერენციის დროს განაცხადა სომხეთის მაღალტექნოლოგიური წარმოების მინისტრმა აკოფ აკოფიანმა, რომელიც ასევე სამხედრო წარმოების სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

მინისტრის განმარტებით, უპილოტო საფრენი აპარატების სერიული წარმოება სომხეთმა მხოლოდ 2020 წელს დაიწყო, რომელიც წარმატებულად გამოიყენეს ასევე 44- დღიანი ომის დროს, განსაკუთრებით, დაზვერვის ნაწილში.

“რა თქმა უნდა, მომავლის ტექნოლოგიები უპილოტო საფრენი აპარატებით არ ამოიწურება. ეს იქნება რობოტიზირებული კომპლექსები, ოპტიკურ-ლაზერული საშუალებები, ელექტრონული გამანადგურებელი საშუალებები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თავდაცვის სფეროში სულ უფრო მზარდია. იგივე უპილოტო აპარატები ამ ალგორითმების გარეშე, შეიძლება ითქვას, გამოუსადგარია. ამ კუთხითაც ვმუშაობთ.

თქვენ შეიძლება ყველაზე თანამედროვე საშალებებით იყოთ აღჭურვილი, თუმცა ვერ შეძლოთ მათი გამოყენება და წააგოთ ომი. რა ვნახეთ არცახის ომის დროს, ჩვენმა მოწინააღმდეგემ ფართოდ გამოიყენა თურქული აღჭურვილობა როგორც უპილოტო აპარატების, ასევე, მათი მართვის კუთხით”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი